ბეტონი
ბეტონი მრავალფუნქციური სამშენებლო მასალაა, რომელიც გამოიყენება კედლების, იატაკების, სახურავების, სამრეწველო, სატრანსპორტო, სარეკრეაციო ობიექტებისა და მრავალი სხვა ნაგებობის ასაშენებლად.
ბეტონი ხელოვნური ქვაა, რომელიც ბუნებრივი და ხელოვნური მასალების შერევით მიიღება. ის რამდენიმე ძირითადი კომპონენტისგან შედგება: ქვიშა, ღორღი, ცემენტი, წყალი, ცემენტისებრი შემავსებელი და სხვადასხვა პლასტიფიკატორები.
ამ დროისთვის საქართველოში კომპანია ჰანიველ ცემენტის 17 სტაციონარული და მობილური ბეტონის ქარხანა ფუნქციონირებს, რომელიც აწარმოებს ყველა კლასის ბეტონს საქართველოში მოქმედი ევროპული სტანდარტების მიხედვით.