FB Linkedin X

ხარისხის კონტროლი

ხარისხის ჯგუფი

ჰანიველ ცემენტში, 2024 წლის სექტემბერში შეიქმნა მუდმივმოქმედი ხარისხის ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია ცემენტის და ბეტონის საწარმოო ხაზების თანამშრომლების მიერ და ზრუნავს კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხის კონტროლსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ჯგუფის ძირითადი მიზნებია:

  • ერთი სინქრონიზირებული შედეგების ბაზის შექმნა
  • ინტენსიური შეხვედრების ჯგუფის შიგნით, ქარხნებში და სამშენებლო ობიექტებზე ვიზიტების ჩათვლით
  • მუდმივი განვითარება და ახალი იდეების ხელშეწყობა; პროდუქტების პორტფოლიოს მუდმივი გაუმჯობესება, ახალი პროდუქტების დამატებაზე მუშაობა;
  • სემინარების, ვორქშოპებისა და ტრეინინგების ორგანიზება თანამშრომლებისა და მომხმარებლებისათვის
  • ევროპული სტანდარტების დაცვა და ლაბორატორიების თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა
  • თანამშრომლობა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან
  • თანამშრომლობა პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებთან, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან

ტექნიკური მხარდაჭერა

ჰანიველ ცემენტი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია, სრულ ტექნიკურ მხარდაჭერას სთავაზობს საკუთარი პროდუქციის მომხმარებელს. კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის პროდუქციას და უზრუნველყოფს მისი სწორად გამოყენების ყველანაირ მხარდაჭერას.

მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად და სწორი პროდუქტის შესარჩევად ჩვენი ტექნიკური გაყიდვების მენეჯერი და ტექნიკური გუნდი მზადაა დაუყოვნებლივი დახმარება გაუწიოს ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა თუ კომპანიას, გააცნოს მათ ევროპული სტანდარტების მოთხოვნები, პროდუქციის მახასიათებლები და შესთავაზოს მრავალმხრივი რჩევა-რეკომენდაციები.

უმნიშვნელოვანესი ფაქტორია გავცეთ რეკომენდაციები ბეტონის ოპტიმალური პროპორციების შესარჩევად. პროექტის მოთხოვნების, გარემოს, კლიმატის და ქარხნის შესაძლებლობების მიხედვით შეირჩეს კონკრეტული ცემენტის ტიპი, რომელიც უზრუნველყოფს ბეტონებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს.

მომხმარებელს ვთავაზობთ ყველანაირ ტესტირებას, დაწყებული ლაბორატორიულიდან, დასრულებული საწარმოო დონემდე, რაც უზრუნველყოფს დასახული მიზნის მიღწევას.