კარიერა
ჰანიველ ცემენტი ინარჩუნებს იმ მნიშვნელოვან პრინციპებს, რაც მას სამაგალითო დამსაქმებლად აქცევს. კომპანია ორიენტირებულია შექმნას გარემო, სადაც დასაქმებულები შეძლებენ კარიერულ განვითარებას, როგორც ცემენტის, ასევე, ბეტონის ბიზნესის მიმართულებით.
ჰანიველ ცემენტში გულწრფელად გვჯერა, რომ ადამიანები ჩვენი მთავარი აქტივია. ჩვენი თანამშრომლები, დინამიური და ინკლუზიური გარემოს შექმნით, მუდმივად ახერხებენ, იყვნენ ინოვაციურები. კომპანია ქართული დასაქმების ბაზარზე, როგორც სამაგალითო დამსაქმებელი, დიდ კარიერულ შესაძლებლობებს იძლევა, რაც, საბოლოოდ, ჩვენს დასაქმებულებს დასახული მიზნების მიღწევაში ეხმარება.
რატომ უნდა შემოგვიერთდეთ?
ჩვენთან დაგვხვდებათ:
- განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო
- კარიერული ზრდის შესაძლებლობა
- ინკლუზიური ორგანიზაციული კულტურა
როგორც შესრულებაზე და შედეგზე ორიენტირებული კომპანია, ჰანიველ ცემენტი დიდ ყურადღებას უთმობს და აფასებს თანამშრომლებისა და მენეჯმენტის კომპეტენციას: პერსონალის განვითარებას ახდენს სხვადასხვა ტრენინგის საშუალებით, ხოლო მენეჯმენტის ეფექტური სისტემის განსავითარებლად მართვის ევროპულ სტანდარტებს იყენებს და მას ქართულ რეალობას უსადაგებს.
როგორ უნდა მოგვმართოთ?
განაცხადის გაკეთება მარტივია!
გაეცანი ჰანიველ ცემენტის მიმდინარე ვაკანსიებს და გამოგვიგზავნე რეზიუმე მითითებულ მეილზე – careers@cement.ge
გისურვებთ წარმატებებს და მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას!