FB Linkedin X

“ჰანიველ ცემენტმა“ კასპის ცემენტის ქარხანაში ალტერნატიული საწვავის გამოყენების პროექტი წარადგინა.

კომპანიის გენერალური დირექტორის, დავით ჯუღაშვილის თქმით, აღნიშნული ტექნოლოგია უკვე აპრობირებულია ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში და წარმატებით ხორციელდება როგორც ჰაიდელბერგცემენტის, ასევე სხვა კომპანიების კუთვნილ ცემენტის ქარხნებში.

აღნიშნულ პროექტს უამრავი პოზიტიური შედეგი მოჰყვება და საერთო ჯამში, გარემოზე დადებით ზემოქმედებას მოახდენს – ჩანაცვლდება ძვირადღირებული, მეტწილად იმპორტირებული საწვავი – ქვანახშირი, შემცირდება ნახშირორჟანგის გაფრქვევები ატმოსფეროში, მოხდება ნარჩენების გარემოში მოხვედრის პრევენცია.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, როგორც ქარხანაში, ასევე ნარჩენი საბურავების შეგროვების სფეროში, გაიზრდება ქარხნის კონკურენტუნარიანობა, მდგრადობა და სხვა.

კასპის ცემენტის ქარხანაში ახალი საწარმოო ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისას სხვადასხვა სახის ალტერნატიული საწვავის გამოყენების შესაძლებლობა 2018 წელს იქნა გათვალისწინებული და ღუმელის მიმღები კამერა საბურავების მიმწოდებელი ხაზის გათვალისწინებით დაპროექტდა.

ჰანიველ ცემენტი – ფუნდამენტი პროგრესისთვის

03.10.2024