FB Linkedin X

კომპანია ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და ცემენტისა და ბეტონის ბაზრის უპირობო ლიდერია.

კომპანია მართავს ცემენტის სრული ციკლის წარმოების ქარხნებს კასპსა და რუსთავში, ცემენტის წისქვილს ფოთში, ინერტული მასალების ორ საწარმოს, ცემენტის ტერმინალს სუფსაში და ბეტონის 7 სტაციონარულ და 6 მობილურ ქარხანას მთელი საქართველოს მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. 

2024 წლიდან ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდა და შექმნა ევროპული სტანდარტების მქონე ახალი ბრენდი, ჰანიველ ცემენტი, რომელიც გააგრძელებს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას წარმატებულ საქმიანობას  მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდთან ერთად.

ჰანიველ ცემენტის მთავარი მიზანია, მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობითა და ინოვაციური ხედვით, გახდეს ინდუსტრიის განვითარების მთავარი საყრდენი, იყოს ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებზე მორგებული, სწრაფი და ხარისხიანი სერვისის შექმნაზე ორიენტირებული ბრენდი.

ჰანიველ ცემენტის ფილოსოფიას ქმნის მისი მემკვიდრეობა და მთავარი იდეა “ფუნდამენტი პროგრესისთვის.”