ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიამ, 2024 წლის 1-2 ივნისს, რიგით მე-7 საერთაშორისო ხარისხის კონფერენცია – “რედისონ წინანდალში” გამართა. #2
დარგის ექსპერტებმა მიმოიხილეს მსოფლიოსა და საქართველოში სამშენებლო მიმართულებით ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა: თანამედროვე/ინოვაციური ბეტონი, სივრცითი განვითარება, უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა, კლიმატური რისკების შემცირება, ბეტონის ესთეტიკური ღირებულება და სხვა.
კონფერენციაზე სიტყვით წარდგა პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.
აღნიშნულ ღონისძიებაზე მოხდა კომპანიის ახალი ბრენდის – „ჰანიველ ცემენტის” წარდგენა.
პრეზენტაციები წარადგინეს ისეთი ცნობილი კომპანიების არქიტექტორებმა როგორიცაა Zaha Hadid Architects, Gensler Architects, VDZ Technology gGmbH.
საერთაშორისო ხარისხის კონფერენცია სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც ჰაიდლებერგცემეტის ორგანიზებით 2 წელიწადში ერთხელ ტარდება.



03.06.2024