ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
ჰანიველ ცემენტი მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების ჯანმრთელობაზე. ზიანის პრევენციაზე ზრუნვა ჩვენი ყოველდღიურობაა.
ჰანიველ ცემენტის გუნდი დარწმუნებულია, რომ სამუშაო ადგილზე ტრავმისა და პროფესიული დაავადებების პრევენცია შესაძლებელია. საქმისადმი პროაქტიული დამოკიდებულება კი, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის წინაპირობაა, როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე, კონტრაქტორებისა და მესამე მხარეებისთვის.
კომპანიის ერთ-ერთი მიზანია, მუდმივად იყოს ორიენტირებული არა მხოლოდ ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე, არამედ, დანერგოს საერთაშორისო, საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები და სტანდარტები. ჰანიველ ცემენტი ფლობს ISO-45001-ის შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის სერტიფიკატს.
უსაფრთხო სამუშაო გარემოსა და შრომის უსაფრთხოების პოზიტიური კულტურის უზრუნველსაყოფად უმნიშვნელოვანესია პასუხისმგებლობის სწორი და ადეკვატური გადანაწილება ორგანიზაციაში არსებულ ყველა რგოლზე, მუდმივი ზრუნვა პერსონალის კომპეტენციის ამაღლებაზე, პერსონალის უზრუნველყოფა უსაფრთხო ტექნიკური საშუალებებითა და ინდივიდუალური დაცვის აღჭურვილობით, სამუშაო სივრცეების რეგულარული მონიტორინგი და კონტროლი მიმდინარე რუტინულ თუ არარუტინულ პროცესებზე.
ჰანიველ ცემენტის კვალიფიციური პერსონალი წარმოადგენს იმის წინაპირობას, რომ შრომის უსაფრთხოების კუთხით კომპანია იყოს სამაგალითო და ლიდერი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში.