FB Linkedin X

თბილისიმარათონი

თბილისიმარათონი ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენია, რომელიც ჰანიველ ცემენტის ორგანიზებით, თბილისის მერიის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს პატრონაჟით იმართება. ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას, სპორტისა და  ჩვენი ქვეყნის ტურისტულ განვითარებას ემსახურება.   

თბილისიმარათონი 3 გარბენს მოიცავს: 

  • ნახევარმარათონს (21.097 კმ)
  • 10 კილომეტრიან გარბენს 
  • ბავშვთა გარბენს (5-11 წლამდე – 500მ და 12-15 წლამდე – 1კმ)

რეგისტრაციიდან შემოსულ თანხას ჰანიველ ცემენტი შერჩეულ ბენეფიციარს სრულად მოახმარს. 

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: www.tbilisimarathon.ge

 

ფაილები