ცემენტი
ცემენტი წმინდად დაფქული მინერალური ფხვნილია, რომლის ძირითადი მასალა კლინკერი და თაბაშირია. მასთან წყლის, ქვიშისა და ღორღის შერევით მიიღება ერთგვაროვანი მასა – ბეტონი.
ცემენტი აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა სამშენებლო პროექტებში, როგორიცაა: გზები, ხიდები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები, საცხოვრებელი და კომერციული შენობები. მისი თვისებების გამო, ცემენტი აუცილებელი კომპონენტია საძირკვლის, სვეტებისა და სხვა სტრუქტურული ელემენტების შექმნისათვის.
დანიშნულების მიხედვით, არსებობს სხვადასხვა ტიპის ცემენტი, რომლებსაც განსხვავებული შემადგენლობა აქვთ და მისი მახასიათებლების შეცვლა დანამატების გამოყენებითაა შესაძლებელი.
ჰანიველ ცემენტი გთავაზობთ ცემენტის მრავალფეროვან არჩევანს, როგორც სტანდარტულს, ასევე სასურველი მიზნობრივი მახასიათებლებით.