კასპის ტექნოპარკის ორგანიზებით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და კასპის, გორის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების მერიების თანადაფინანსებით, შიდა ქართლის რეგიონის ინოვაციების 5-დღიანი ბანაკი – TechSkills Bootcamp 2024 ბაკურიანში ჩატარდა.
ბანაკში მონაწილეობა მიიღეს 15-19 წლის ახალგაზრდებმა შიდა ქართლის რეგიონიდან. მონაწილეები ბანაკის მიმდინარეობისას მუშაობდნენ დასახული პრობლემის მოგვარების ინოვაციური და ტექნოლოგიური გადაწყვეტების შემუშავებაზე. ამავდროულად, მათ გაიარეს ტრენინგები Web/Mobile Development მიმართულებით.
საუკეთესო ორ იდეას “ჰანიველ ცემენტისგან” თემატური პრიზები გადაეცა
ჰანიველ ცემენტი – ფუნდამენტი პროგრესისთვის



08.08.2024